19 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
"ან ამ უმწიფარ ყმაწვილებს ჩამოაშორებს ამ სადავეებს, ან ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს" - ბესელიას ულტიმატუმი ივანიშვილს

„ჩემი ღია გზავნილი და პოზიციაა, ან ამ გზაკვალარეულ, უმწიფარ ყმაწვილებს, მათი მიშვება რომ არ შეიძლება სახელისუფლებო სადავეებთან, მოჰკიდებს ხელს და გაიყვანს უმტკივნეულოდ ამ პროცესიდან, ან თვითონ აგებს ყველაფერზე პასუხს,“ - ეს განცხადება ეკა ბესელიამ კურიერთან საუბრისას გააკეთა.

ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ულტიმატუმი წაუყენა.

ბესელიას თქმით, ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძესა და მის დაჯგუფებას მართვის სადავეებიდან ჩამოაშორებს, ან თავად პარტიის ლიდერი აგებს ყველაფერზე პასუხს.

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და მის თანამოაზრეებს "უმწიფარ და გზაკვალარეულ ყმაწვილებს" უწოდებს.

Image may contain: 1 person, sitting„არ ველაპარაკები ამ უმწიფარ ბიჭებს და არშემდგარ ადამიანებს. მე ველაპარაკები მათ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს. ამ გზაკვალარეულ ყმაწვილებს, რომელთა მიშვება ხელისუფელების სადავეებთან არ შეიძლება და არის სახიფათო, დროულად ჩამოაშორებს ამ სადავეებს და აიღებს პასუხისმგებლობას, ან ყველაფერზე მას მოუწევს პასუხის გაცემა. არ მჭირდება მესიჯებით ლაპარაკია, არც ფერები მერევა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს პარტია ქართული ოცნებიდან დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, სმს შეტყობინება მიიღო. გზავნილში პუნქტებად იყო გაწერილი შეფასებები ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები