19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"ამბავი ატყდა, რომ მე სიტყვა "სამშობლო" როგორ ჩავსვი კანონში... როდის მერე გახდა "სამშობლო" სალანძღავი სიტყვა? - სოფო კილაძე 

სოფო კილაძე "ბავშვთა უფლებების კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განმარტებებს აკეთებს.

აჟიოტაჟი საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ცვლილებების იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც სიტყვა "სამშობლოა" ნახსენები, კერძოდ: "სამშობლოს, მისი მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების და განსხვავებული კულტურის და ცივილიზაციების პატივისცემის გრძნობის განვითარება".

სოფო კილაძე აცხადებს, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა სცადა ამ სიტყვისთვის ანტიეროვნულობის იარლიყი მიეკერებინა. 

„სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი არის ატეხილი, რომ მე როგორ გავბედე, სიტყვა "სამშობლო" როგორ ჩავსვი, თურმე, კანონში. სიტყვა "სამშობლო" როდის მერე გახდა საგინებელი და სალანძღავი სიტყვა და როდის მერე გახდა "სამშობლო" რაღაც ცუდთან ასოცირებული. მე გაოცებული ვარ,“ - განაცხადა სოფო კილაძემ. 

რაც შეეხება "ბავშვთა უფლებების კოდექსში" შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს მოსწავლეები მხოლოდ მშობლების თანხმობით დაესწრებიან.  

დღის ამბები