"ქართული ოცნების" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ ვრცელდება. ელისო კილაძის ცნობით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ვიდეომასალა ისევ გამოჩნდა ინტერნეტში და ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის საშუალებით მიიღო, რაც სამართალდამცველებს შეატყობინა. მიუხედავად ამისა კადრების ნახვა ერთ-ერთი ცნობილი ვებპორტალიდან მთელი ღამის განმავლობაში შესაძლებელი იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით კილაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
შსს–ს ინფორმაციით, პროცესი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის, ცოტა ხნის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
"არის თუ არა ეს ძველი კადრები თუ ახალი ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ფეისბუქზე კომენტარში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემთვის უცნობმა დაწერა, რომ იუთუბზე ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომელიც ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას. ლინკი ასევე გავუგზავნე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შეტყობინებას დავრეკე 112-ში,"-აცხადებს ელისო კილაძე.