19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთისა და ორგანიზატორის დასადგენად, შსს-ს 1 თვეს აძლევს

ინტერნეტსივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას თავად „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ინფორმაცია შეიტყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ეკა ბესელია სამართალდამცვავ უწყებებს ერთთვიან ვადას აძლევს, ფარული კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დამკვეთისა და ორგანიზატორის გამოსავლენად. 

Image may contain: 1 person, text"ჩემ მიმართ  განხორციელებული შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან?

"ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით. ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს, არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვრ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები