19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ზოგი საერთოდ ვერ გახდებოდა პარლამენტის წევრი, იმდენად შორს იყვნენ სიაში - ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის წევრების კრიტიკას ეხმაურება

ეკა ბესელიაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ გახდებოდნენ პარლამენტარები - ასეთია ლევან გოგიჩაიშვილის შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კრიტიკაზე, რომლებმაც ეკა ბესელია გუშინ მამუკა მდინარაძისგან მიღებული sms-ს გასაჯაროების გამო გააკრიტიკეს. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით პარლამენტარების დიდი ნაწილი საერთოდ ვერ მოხვდებოდა პარლამენტში, რადგან მათ პოლიტიკოსებად არავინ  აღიქვამდა და სწორედ ეს ადამიანები აკრიტიკებენ ეკა ბესელიას. 

„რომ არ არსებობდეს კობახიძე და ესენი, უნდა მოიფიქრო ეს ადამიანი და მოიგონო, შესაბამისად, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით  ვიღაცას უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, პირიქით. რაც მეტს მისცემთ საშუალებას და მეტჯერ გამოვლენ და იტყვიან, მე ვფიქრობ, რომ  ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება პოლიტიკურად მათი ყოველდღიურობა აწყობდეთ. ისეთი ადამიანები ამბობენ სიაში არ აპირებდნენ ეკა ბესელიას ჩასმასო, რომ ზოგი საერთოდ ვერ გახდებოდა პარლამენტის წევრი იმდენად ძალიან შორს იყვნენ საპარლამენტო სიაში.  იმიტომ რომ მათი აღქმა როგორც პოლიტიკოსების, არასდროს არ ყოფილა,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ გუშინ მამუკა მდინარაძისგან მიღებული sms-ს გაასაჯაროვა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მას უმრავესობის დეპუტატმა შეცდომით ოცნების სხვა წევრებისთვის განკუთვნილი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც დეტალურად იყო მითითებული თუ რა განცხადებები უნდა გაეკეთებინათ მათ ეკა ბესელიას წინააღმდეგ.

 

დღის ამბები