სკანდალური sms, რომელიც ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძისგან მიიღო, მმართველ გუნდში კვლავ განხილვის თემაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ რომ ეკა ბესელია უკადრებელს კადრულობს და მათ დირექტივები თუ რაზე უნდა ისაუბრონ განცხადებებში, მამუკა მდინარაძისგან არასდროს მიუღიათ.
"კოლეგები, რომლებიც ზოგ-ზოგიერთი უკადრებელს კადრულობენ ამითი შეურაცხყოფას კოლეგას კი არ აყენებენ, მხოლოდ არამედ მთელს ჩვენს საზოგადოებას და ეს არ აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას. მათ აინტერესებთ კონკრეტული ნაბიჯები თუ რას ვაკეთებთ ჩვენ პარლამენტში, რას ვაკეთებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებისთვის. მერვე მოწვევის პარლამენტში მყოფი გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსებისგან, ჩვენი თანაგუნდელებისგან ვიცოდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე არ იყო მომხრე ეკა ბესელიას 2016 წლის პარლამენტში სიაში ჩაწერის,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ის კინკლაობა რაც მიმდინარეობს, დამაზიანებელია პარლამენტისთვის.