ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები სასტუმრო „ბილტმორში“ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. სესიას ნატოს ავიაციის მთავარი სარდალი სერ სტიუარტი და თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხელმძღვანელობენ.
ნატოს სამხედრო კომიტეტის წვერები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატოსთვის საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ლევან იზორიას თქმით, ალიანსი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს აღიარებს.
ნატოს ავიაციის მთავარმა მარშალმა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სერ სტიუარტ პიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
"ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა საქართველომ და ნატომ ერთად ჩაატარეს სწავლება. ჩვენი ვიზიტი ხაზგასმაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. თქვენ ხართ ღირებული პარტნიორი. სამხედრო პირებმა ავღანეთში იციან, რამდენად დიდ პატივს ვცემთ მათ. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ თანამშრომლობა. ვიცი, რომ ბევრ ქართულ ოჯახს ძვირი დაუჯდა სამშვიდობო მისიები და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
"ნატო დიდ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ალიანსი აგრძელებს და აძლიერებს საქართველოსთან თანამშრომლობას. ეს აისახება როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობაში, ასევე სხვადასხვა პროგრამაშიც. ალიანსი საქართველოს ეხმარება თავდაცვის ძალების გაძლიერებაშიც,“- განაცხადა ნატოს ავიაციის მთავარმა მარშალმა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სერ სტიუარტ პიჩმა.