19 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ივანიშვილზე განაწყენებულები ერთიანდებიან - დავით მაღრაძე ყოფილ მეოცნეებს "დაიცავი საქართველოს" რიგებში ელოდება

დავით მაღრაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. პოეტი თანამოაზრეებს 13 აპრილს ფილარმონიაში ელოდება. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი იმ ადამიანებს, რომლებსაც "ოცნებამ" იმედები გაუცრუა ერთიანი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას სთავაზობს. პოეტი მაღრაძე ფილარმონიაში იმათ ელოდება, ვინც ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებით დაიღალა და ახალი ძალა სურს.

ვინ იქნებიან დავით მაღრაძის თანაგუნდელები პოეტი არ აკონკრეტებს, მაგრამ სავარაუდოდ მისი ახალი მოძრაობა ძველი სახელით, ძველ "მეოცნებეებს" გაერთიანებს.

"დაიცავი საქართველოს" რიგებში იქნებიან ისინი ვინც საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის დატოვა. უკვე ცნობილია, რომ გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი 13 აპრილის შეხვედრას შეუერთდებიან.

13 აპრილს სავარაუდოდ ფილარმონიაში იქნებიან ეკა ბესელია და ბიძინა გეგიძეც, ისინი ვინ "ქართული ოცნების" პოლიტიკით მკვეთრად უკმაყოფილოები არიან. ივანიშვილის წინააღმდეგ მოძრაობას შესაძლოა უცნობიც შეუერთდეს. დავით მაღრაძის გუნდში იქნებიან "ქართული ოცნების" საკრებულოს გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. 

დღის ამბები