19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ევროპული საქართველო" არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხელმოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა მოსახლეობას რუსთავში შეხვდა და პროპორციული სისტემის მნიშვნელობა გააცნო.

„ქართული ოცნება" გვეუბნება რომ ორჯერ ორი არის შვიდი და მაცადე და 2024 წლამდე ეს იქნება შვიდი. არა, ორჯერ ორი არის ოთხი და ეს უნდა იყოს ესე უკვე 2020-ში. აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ესე ერთ წრეში ჭაობში არ ვიყოთ, ის რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას," ამიტომ არის  პრინციპულად მნიშვნელოვანი გადავიდეთ სამართლიან სისტემაზე სადაც ორჯერ ორი არის ოთხი,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები