19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ვხედავთ, სუს-ს, როგორც პოლიტიკურ იარაღს "ქართული ოცნების" ხელში, რომელიც აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში - ოპოზიცია

ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია, კიბერშეტევა - ეს არის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2018 წლის ანგარიშში საუბრობს. ანგარიშში წერია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ანგარიშში წერია, რომ „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ევროპულ საქართველოში" სუს-ის უმოქმედობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი სამსახურების არსებობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში არ იგრძნობა.

ირაკლი აბესაძის თქმით, ცხადი მხოლოდ ის არის, რომ უსაფრთხოების სამსახური "ქართული ოცნების" ხელში ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.  

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ეფექტურ და პრინციპულ ნაბიჯებს, რომლებიც ამ საფრთხეებს მინიმუმამდე დაიყვანდაოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობის შემდგომ ჩვენ წელს ფაქტობრივად ვნახეთ, კვარაცხელიას მკვლელობა. ჩვენ ვერ ვხედავთ კონტრდაზვერვით ღონისძიებებს, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ აგენტებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, რომლებიც სუს-ის ანგარიში მიხედვით, მოქმედებენ ჩვენს სტრატეგიულ მიზანზე ქვეყნის შიგნით გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები და გაგვიუარესონ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას კორუფციის წინააღმდეგ და პირიქით, ვხედავთ კორუფციას, როგორც დამკვიდრებულ მმართველობის სტილს.

"ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც პოლიტიკურ იარაღს "ქართული ოცნების" ხელში, რომელიც მათ შორის აქტიურად გამოიყენება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან. სუს-ის ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის სწორედ  იმის საფუძველი რომ წლიდან წლამდე საფრთხეების იზრდება,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები