19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. როს უილსონი მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

დიპლომატი ამბობს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა ქვეყნის ხელისუფლების ვალია. უილსონი იმედს გამოთქვამს, რომ   სამართალდამცველები საქმეს დროულად გამოიძიებენ.

„ინფორმაცია გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პრესაში ვნახე. ეს სამწუხარო ფაქტია და პიროვნების პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას წარმოადგენს. ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება და ვიმედოვნებ და ველი, რომ მთავრობა ამ საკითხს ყურადღებით შეისწავლის. მათ ამის შესახებ უკვე განაცხადეს,”-განაცხადა როს უილსონმა.

დღის ამბები