საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვია. ალიშა ვუდვორდი დღეს ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს. მთავარი თემა მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცება იქნება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკულ დელეგაციას წარვადგენ სტრატეგიული ურთიერთობის ქარტიის ერთ-ერთი მიმართულებით, რომელიც ხალხთა შორის დიპლომატიურ ურთიერთობას ითვალისწინებს და ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ როგორ გავაღრმაოთ კავშირი ორი ქვეყნის საზოგადოებას შორის. თქვენ იცით, რომ ქარტიას 4 სამუშაო ჯგუფი აქვს, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკის, სახელმწიფო მმართველობის, უსაფრთხოების და სწორედ მეოთხე ჯგუფის ფარგლებში, ხალხთა შორის ურთიერთობაზე ვისაუბრებთ დღეს ქვეყნის საგარეო უწყებაში,”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ალიშა ვუდვორდიმ.