შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის.
ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.
"საქართველოში უკანონო შემოსავლების უმეტესი ნაწილს იღებენ საბანკო თაღლითობიდან, კიბერდანაშაულიდან და თანხების უკანონო მითვისებიდან. მიუხედევად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნარკოტიკების შემთხვევებზე პარალელური ფინანსური გამოძიებები, არსებობს მცირე მყარი მტკიცებულება, ვივარაუდოთ, რომ უკანონო ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, ვინაიდან საქართველო მდებარეობს ტრეფიკინგის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, ნაღდი ფულის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების ალბათობა მაღალია,"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში