17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ფაქტს უარყოფს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა უარყო ინფორმაცია, რომ 2014 წელს დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ ფიზიკურად იძალადა.

ლევან ჩხეიძის განცხადებით, დაპირისპირებული მხარისგან ეს მორიგი შავი პიარ კამპანიის ნაწილია და ამ საქმეს თეორიული შანსიც არ აქვს, რომ ძალოვან უწყებებში გადაინაცვლოს.

ადვოკატი მეორე მხარეს მოუწოდებს, უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება შეწყვიტოს.

„ქალბატონი ანა გამოცხადდა საექსპერტო დაწესებულებაში 2014 წელს და განაცხადა მაისის თვეში, რომ ბატონმა დავითმა მიაყენა შეურაცხყოფა. ისმის შეკითხვა, რატომ არ განაცხადა ექსპერტმა პოლიციაში თუკი დაინახა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები? რატომ გახდა აღნიშნული აქტუალური დღეს, მაშინ, როცა ქალბატონ ანას გაახსენდა, რომ ტიტული აქვს თურმე თავის ყოფილ მეუღლესთან გასაყოფი და თურმე მის მეუღლეს მისთვის მართებს 90 ათასი ლარის გადახდა და ამ დროს ამოიღო აღნიშნული დოკუმენტი,“ - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები