19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ივანიშვილს ეს იმიტომ გაახსენდა, რომ 19-შია ზუგდიდში შუალედური არჩევნები - "ოცნების" ლიდერი ხიბულაში ჩავიდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კამერების წინ გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ პრესამსახურმა სოფელ ხიბულაში გადაღებული კადრები გაავრცელა.

ივანიშვილი იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის გადაწყვეტილებით, ხიბულაში „ქართუ ფონდის“ დაფინანსებით მუზეუმი გაიხსნება და მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი გაშენდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიული კანდიდატისთვის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ხმების მოპოვებას ცდილობს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს იმიტომ გაახსენდა, რომ 19-შია ზუგდიდში შუალედური არჩევნები. 26 წელია, რაც სახლი ამ მდგომარეობაშია და ბატონი პირველი პრეზიდენტი რომ მოკვდა, ამ ოჯახში მის შემდეგ მთავრობისგან არ დასმულა არცერთი სიტყვა. პირიქით, მე იმას ვლაპარაკობ და მთელი საქართველოც დამემოწმება, რომ ბიძინა უარყოფით იმაზე იყო ბატონ პირველ პრეზიდენტზე და ახლა ქულები რომ დაიწეროს,“ - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები