19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ხმაური თბილისის საკრებულოში - ოპოზიცია ქალაქის ცენტრში 4-სართულიანი საპარკინგე სივრცის მოწყობის გეგმას აკრიტიკებს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციას მმართველ გუნდთან კონკრეტული პრეტენზიები და შეკითხვები აქვს.

ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ახალი 4-სართულიანი შენობის ფუნქციასთან დაკავშირებით.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიცკევიჩი-პეკინის კვეთაზე 4-სართულიანი საპარკინგე სივრცე უნდა მოწყობილიყო. დღის მეორე ნახევარში კი თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ამ ადგილზე მხოლოდ მიწისქვეშა საპარკინგე სივრცე აშენდება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს უმრავლესობას მიცკევიჩი-პეკინის კვეთაზე 4-სართულიანი საპარკინგე ზონის მოწყობასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა.

ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე ასევე წარადგინა GWP-ის ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიაზე საპარკინგე სივრცის ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეიძლება.

ლევან ხაბეიშვილი-ის სურათის შედეგი„100 საპარკინგე ადგილი, ფაქტობრივად, ადგილზე არის და თუ 110 უნდა შექმნას ამ კომპანიამ, მიწის ქვეშ ჩავიდეს, თან არ უნდა, რომ მიწის ქვეშ ჩავიდეს, არ მოსწონს, თან GWP წერს, რომ აქ არ შეიძლება ამის გაკეთება და შეუძლებელია, 2017 წელს გვაქვს გადაცემული ქონება, 2019 წელს განვიხილავთ და რა ბერკეტი გვაქვს, რომ ეს არ გაგრძელდეს 2025 წლამდე და იმედია, რომ მართლა ისე არ გადათხრით იქაურობას, რომ მერე აღდგენა გაგიჭირდეთ და საბურთალო წყლის გარეშე არ დატოვოთ... საკრებულოს თავმჯდომარესაც ვთხოვ, რომ უნდა უარყოთ, რომ იქ რაიმე მიწის ზედა სამუშაოები, როგორც პირად საუბარში თქვით, არ განხორციელდება და დიდად დამავალებთ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მიცკევიჩი-პეკინის ქუჩების კვეთაზე აშენდება მიწისქვეშა ავტოსადგომი და გათვალისწინებული იქნება 110 მანქანაზე.

ბექა დავითულიანი-ის სურათის შედეგი„რაც შეეხება GWP-ის წერილს, რომელიც ეუბნება, რომ აქ გადის კომუნიკაციები და არის პრობლემა, სწორედ ამის გამო, როდესაც უარი ეთქვა ამ 4-სართულიან პარკინგზე, მან შემოიტანა წინადადება, რომ 140-დან 110-მდე დაიყვანს მანქანების რაოდენობას და ყველა დანაარჩენი პირობა დარჩა იგივე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას ასევე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე. მან ასევე დაადასტურა, რომ იგეგმება მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა.

გიორგი ტყემალაძე-ის სურათის შედეგი„პირდაპირ წერია იმ განკარგულებაში, რომელიც ჩვენ თავსი დროზე მივიღეთ, ასეთი პუნქტი, რომ გადაეცემა მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მიწის ზედა მშენებლობის უფლების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიღებთ ცვლილებებს, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ამ მუხლში რაიმე ცვლილებას. შესაბამისად, სამართლებრივადაც, კანონმდებლობითაც გიდასტურებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნება უბრალოდ შემხებლობაში იმ პირობის ცვლილებასთან, რომელიც ითვალისწინებს მიწის ზედა მშენებლობას,“ - ამბობს ტყემალაძე.

მმართველი გუნდის საპასუხოდ კი თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა GWP-ის განცხადების ის ნაწილი გააცნო საზოგადოებას, სადაც აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია.

„გიჟია ინვესტორი, რომ იმ ადგილზე, სადაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა არ შეიძლება, დახარჯავს 17 მილიონს, ჯერ ერთი, ის გათვლები, რაც ახლავს, ფურცელია უბრალოდ, ეგ მეც შემიძლია ამოვბეწდო,“ - აღნიშნა ლილე ლიპარტელიანმა.

დღის ამბები