17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
გახდა თუ არა ხონის ფსიქიატრიულის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ძალადობა - ოჯახი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ექიმებს ადანაშაულებს

ექიმებმა ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქეთევან ბიგვავა ერთი საათის წინ გარდაიცვალა. 60 წლის ქალი ქუთაისის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას სახესა და სხეულზე სისხლჩაქცევები, მრავლობითი დაზიანება, ჭრილობები აღენიშნებოდა, ასევე მოტეხილი ჰქონდა ხელი.  

გარდაცვლილის ოჯახი 60 წლის ქალის ცემაში ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ქეთევან ბიგვავა ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერ გახდა.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტი, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი ორი კვირის წინ გახდა. ქეთევან ბიგვავას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ფსიქიატრიულში მკურნალობის გაგრძელება ვერ მოხერხდა და ის ქუთაისი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმებმა ოჯახს დაუმალეს, რომ სასტიკად ნაცემი და მომაკვდავი ქალი ფსიქიატრიულიდან სამკურნალოდ სხვა კლინიკაში იყო გადაყვანილი. ნინო ბიგვავამ ორი დღის წინ გაიგო, რომ მისი და ბოლო ორი კვირაა, სიკვდილს ებრძოდა.

პაციენტზე ძალადობას ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში უარყოფენ. სამედიცინო დაწესებულების წამომადგენლები ამტკიცებენ, რომ პაციენტს ეპილეფსიური შეტევები აწუხებდა და დაზიანებები, რომელიც მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ძალადობის მუხლით იძიებდა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები