26 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
ბოტიჩელის ნახატის "მადონა დელა მელაგრანა" ასლი ნამდვილი აღმოჩნდა

ბოტიჩელის ნახატის "მადონა დელა მელაგრანა" ასლი, რომელიც დღემდე იმიტაციად ითლებოდა, ნამდვილი აღმოჩნდა. ექსპერტიზის შედეგად ბრიტანელმა რესტავრატორებმა დაადგინეს, რომ ნახატი ნამდვილად ფერმწერის სახელოსნოში შეიქმნა. მათ ნამუშევარს ლაქი მოაცილეს.

რენტგენისა და ინფრაწითელი სხივების დახმარებით კი ასლზე ბოტიჩელის მიერ შესრულებული ნახატის იდენტური ფერები და ხაზები გამოიკვეთა.

"მადონა დელა მელაგრანა", რომელზეც გამოსახული არიან იესო და ღვთისმშობელი ბროწეულით ხელში, სანდრო ბოტოჩელმა 1487 წელს დახატა. ის ფლორენციაში უფიცის გალერეაში ინახება.

დღის ამბები