უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო ეტაპზეა. ხვალ ქვეყანაში დუმილის დღეა, კვირას კი უკრაინელები ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
სამივე ძირითადმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია, რომელიც პრაქტიკულად, კომპრომატების ომში გადაიზარდა, დღეს დაასრულა.
წინასაარჩევნო რბოლის ლიდერი 23-პროცენტიანი რეიტინგით ვლადიმერ ზელენსკია. შანტაჟის და შვილის მაკომპრომეტირებელი ვიდეოკადრების გავრცელების მიუხედავად, 16 პროცენტით მეორე ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა.
მას ერთ პროცენტზე ნაკლებით ჩამორჩება იულია ტიმოშენკო. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია უკრაინაში ყველაზე დაძაბულ არჩევნებში გადაიზრდება.
უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა. მთავარ კანდიდატს შვილის პირადი კადრებით აშანტაჟებენ. რუსულმა ტელეკომპანია НТВ-მ გაავრცელა, მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს 18 წლის შვილის ვიდეო მასალა. კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
კანდიდატები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ბინძური არჩევნები უკრაინის ისტორიაში.
ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო, ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია.