19 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
საქართველოსა და Eurojust-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასთის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი ჰააგაში გუშინ მოაწერეს.
 
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროჯასთთან ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს.
 
მისი თქმით, საუბარია, როგორც საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილ დანაშაულებებზე, ისე ნებისმიერი იმ პირის ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომელიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეიძლება, იმყოფებოდეს.
 
„ხელმოწერამდეც ჩვენ ბოლო ოთხი წელია, ვთანამშრომლობდით ევროჯასთთან და 30-ზე მეტ საქმეზე გვქონია წარმატებული ურთიერთობა. ეს ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკვე დამოუკიდებელ და იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფილ გენერალურ პროკურორს და მის ოფისს საქართველოს მხრიდან, რომ აქ, ჰააგაში, დაასახელოს თავისი წარმომადგენელი პროკურორი და ევროკავშირელ პროკურორებთან ერთად იმუშაოს დანაშაულის პრევენციასა და იმ დანაშაულის გამოძიებაზე, რომლის გამოძიებაზეც საზღვარი ვეღარ შექმნის პრობლემას,“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები