საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 წლიან სამოქმედო გეგმას და დიპლომატიური უწყების სტრატეგიას აქვეყნებს.
24-გვერდიანი დოკუმენტი იმ მიზნებსა და გამოწვევებს მოიცავს, რომელიც ქვეყანას უახლოესი სამი წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობების კუთხით ექნება.
2019-2022 წლებში საგარეო უწყების მუშაობის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, თქმით, უმთავრესი მიზნებია საქართვლოს წევრობა ევროკავშირსა და ნატოში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საფრთხეებზე და ნახსენებია რუსეთი და ოკუპირებული რეგიონები.
სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან ერთად მუშაობდა.
„უმთავრეს პრიორიტეტებს შორის არის გამოყოფილი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაციისკენ მიმართული ქმედებები. ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის საგარეო იმიჯის უკეთ წარმოჩენა, ეკონომიკური დიპლომატია. ყველა ეს ძირითადი მიმართულებები არის თავმოყრილი, რაც განასხვავებს მას წინა სტრატეგიის დოკუმენტებისგან, არის ისიც, რომ მას თან ახლავს სამოქმედო გეგმა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.