ევროპულის საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ოფიციალურად ერთ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდნენ და ცესკო-ში განაცხადი შეიტანეს.
ბლოკი მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა, თანამშრომლობა 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზეც გაგრძელდება.
„დღეს დავარეგისტრირეთ ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების ერთობა, რომლის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მიიტაცოს სასამართლო, სადაც ხელისულფება ჩაგრავს ადამიანს, ხელისუფლება არ ზრუნავს ადამიანებზე და ახალისებს ძალადობას, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ, საერთოდ დავივიწყოთ ჩვენმა სახელწმიფომ და სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა დავიწყოთ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
მაჟორიტარულ არჩევნებში კი ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ერთიანი კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.