20 იანვარი 2025,   17:47
ვრცლად
ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს - ნათელაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციის დროს დაშავებულები მოინახულა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პარლამენტთან გამართული ტაქსისტების აქციის დროს დაშავებულები მოინახულა.

      27 მარტს გამართული აქციის ორი მონაწილე კლინიკაში ინსულტით მოათავსეს.

      დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

      დაშავებულები კვლავ კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ.

      შალვა ნათელაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

      „ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების რეალური სახე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არცერთ სფეროში არაფრად არ უღირს. ერთი წევს შინაგანი ორგანოების სისხლდენით სხვა კლინიკაში, კაცი პარალიზებულია, უჭირ მეტყველება, ვერ მოძრაობს. ბრძანება გაცემული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც ცეცხლივით ეშინია სახალხო მღელვარების, რომელსაც ის ვერ შეაჩერებს, ვერ შეგვაშინებს და ბრძოლას მივიყვანთ აუცილებლად გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

      დღის ამბები
      მეტი