ოპტიკური ილუზია ლუვრში - მუზეუმის ეზოში მდებარე მინის პირამიდას იერსახე შეუცვალეს.
მონუმენტის გარშემო 400 მოხალისე 4 დღის განმავლობაში აფენდა ქაღალდის 2 ათას რულონს, რის შედეგადაც შეიმქნა ილუზია, თითქოს, პირამიდა უფსკრულიდან ამოდის.
ფრანგმა არტისტმა ახალი ინსტალაცია ლუვრის ეზოში პირამიდის არსებობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით შექმნა.
მისი ნახვა მსურველებს ხვალამდე შეუძლიათ.