19 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
მაფიური გარიგება ხელისუფლებასთან - პარტია "კანონი და სამართალი" საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

პარტია კანონი და სამართალი საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიზირებასა და მმართველი ძალის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრების თქმით, ამ კურსს განსაკუთრებით ამყარებს მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკა, სადაც წამყვან პოზიციებს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იკავებენ.

პარტიის თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ არხი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების სასარგებლო საქმიანობას ეწევა და ქვეყნის დასავლური კურსის იგნორირებას ახდენს.

„58 მილიონი აქვს საზოგადოებრივ არხს, 2 მილიონი არის გამოყოფილი ონკოდაავადებული ბავშვებისთვის. დღეს არის აბსოლუტურად მაფიური გარიგება ხელისუფლებასთან, რომელსაც შემდეგ შემონახული ის იმაში, რომ რუსული სამხედრო პირების პროპაგანდა მოხდეს პირველ არხზე და ჩვენ ამის კადრები არაერთხელ გავაპროტესტეთ. ეს არის ის რუსული კორუფციული სტილის თავს მოხვევა, რაზეც ამდენი ხანია, ჩვენ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტია მაუწყებელსა და სახელმწიფოს ფინანსების არასწორად ხარჯვაშიც ადანაშაულებს და მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს არხის საქმიანობა.

დღის ამბები