19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
რამდენიმე საათი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე - დღეს ქვეყანაში სიჩუმის დღეა

უკრაინაში საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება. მოსახლეობამ ხვალ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პირველი ტურის ფავორიტად კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი სახელდება, მეორე ადგილს კი ქვეყნის მოქმედი ლიდერი - პეტრე პოროშენკო, იკავებს.

სავარაუდოდ, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება და მეორე ტურში შესაძლოა, ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდეს ერთმანეთს. 

დღეს უკრაინაში სიჩუმის დღეა და ყოველგვარი აგიტაცია იკრძალება. სოციალურ მედიაში აქტიურად ჟღერდება მოწოდებები, რომ მოქალაქეებმა არჩევნებზე მონაწილეობა მიიღონ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პოლიციამ ერთ-ერთ რეგიონში მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტები გამოავლინა. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არჩევანი გარდაცვლილი ადამიანის სახელით არ გააკეთონ, რადგან შესაძლოა, ეს მათთვის საბრალდებო განაჩენი გახდეს.

საკუთარ მოლოდინებზე ღიად მხოლოდ მოსახლეობა საუბრობს. მათი ნაწილის აზრით, ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მათი განცხადებით, საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია იყო და რჩებათ შთაბეჭდილება, რომ კანდიდატები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.

უკრაინის მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომელმაც ქვეყნისთვის ცვლილებები უნდა მოიტანოს.

 

 

დღის ამბები