ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში უკვე ჩაერთო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრები და უხვი დაპირებების გაცემა დაიწყო.
ამჯერად ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა. ოცნების ლიდერი მეუფე გერასიმეს შეხვდა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის დასასრულებლად მილიონ ლარს დაჰპირდა.
კორუფციული სკანდალის შემდეგ ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტურია, ქალაქის ყოფილი მმართველი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
შუალედური არჩევნები კი ახალი მერის ასარჩევად 19 მაისს გაიმართება. ოპოზიციის კანდიდატი ამ თანამდებობაზე სანდრო რულოვსი იქნება.