20 იანვარი 2025,   18:23
ვრცლად
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

      მოსახლეობის ნაწილი პარკის რეკრეაციულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

      მათი თქმით, კორპუსების მშენებლობა მზიურის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და ამით რეკრეაციულ ზონას პრობლემა არ ექმნება.

      მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ, გააკეთა.

      „უნდა აშენდეს, მაგრამ გააჩნია, რა აშენდება, რა გაბარიტების და როგორი ინტენსივობის კოეფიციენტით. მერიამ ნებართვები არ უნდა გასცეს არც ერთ პროექტზე, რომელიც გამოსულია ნორმებიდან,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

      კომპანიაში, რომელიც მშენებლობას ახორციელებს, განმარტავენ, რომ ტერიტორია, სადაც სამუშაოები სრულდება, მზიურის პარკის ტერიტორია არ არის.

      დღის ამბები
      მეტი