17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
"ჩვენ აქედან გასვლას არ ვაპირებთ" - "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში დევნილები შეიჭრნენ

დირსის საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც დევნილები შეიჭრნენ, ამ წუთებში ხმაურია. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტრო მათ დირსის კორპუსში ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

დევნილებმა საცხოვრებელი კომპლექსის ერთი კორპუსი მთლიანად დაიკავეს და სამართალდამცველებს იქ შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა დევნილები ადგილზე საკუთარი ნივთებით მივიდნენ და ამბობენ, რომ კორპუსის დატოვებას არ აპირებენ.

"ჩვენ აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ან მკვდარს გაგვიყვანენ აქედან, ან არ გავდივართ,“ - აცხადებენ დევნილები.

დღის ამბები