19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ერთი წლის განმავლობაში რესტორნებში საქართველოს ხელისუფლებამ 8 752 384 ლარი დახარჯა

ერთი წლის განმავლობაში რესტორნებში საქართველოს ხელისუფლებამ 8 752 384 ლარი დახარჯა.

ეს ფული ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთვის ბევრი არაფერია, თუმცა მენიუ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა უწყება ძვირადღირებულ რესტორნებში ბიუჯეტის ხარჯზე უკვეთავს, შთამბეჭდავია. მდიდრული მენიუები წამყვან ქართულ რესტორნებში ხშირად ათასობით ლარი ჯდება.

ეკონომიკის მინისტრი ცდილობს კურიერი დაარწმუნოს, რომ ყველა ხარჯი გამართლებულია.

რესტორანი ვინოტელი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო რესტორნად აღიარეს, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების და უწყებების ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია.

ძველ თბილისში სასტუმრო-რესტორანი ქართული ოცნების საარჩევნო სიის 53-ე ნომრის - ბენო ქაშაკაშვილის მფლობელობაშია. ბიზნესმენი ამბობს, რომ უწყებებზე მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი რესტორნის შემოსავლის 5%-ს არ სცდება.

ბენო ქაშაკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დაფინანსა. ვინოტელს 2015 წლიდან დღემდე საბიუჯეტო უწყებებმა სუფრა 249-ჯერ შეუკვეთეს.

გარდა ვინოტელისა, ქართული ოცნების ხელისუფლების წევრები ხშირად სტუმრობენ რესტორან წისქვილს, რომელმაც ხელისუფლებისგან 575 შეკვეთა მიიღო და ბიუჯეტიდან 746 809 ლარი ჩაერიცხა.

წისქვილს, სხვა უწყებებთან ერთად, ყველზე ხშირად შემოსავლების სამსახური და საქართველოს რკინიგზა სტუმრობს.

წისქვილის 4 მეწილედან სამი ქართული ოცნების სპონსორია და საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას აფინანსებდა.

თბილისის გარდა, სამთავრობო უწყებების ხალხის ფულით სუფრას უკვეთავენ მცხეთის რესტორნებში. უპირატესობას, ძირითადად, ერთ რესტორანს - ღვინის პალატას ანიჭებენ. 2013 წლის სექტემბრიდან რესტორანს 185 ხელშეკრულება გაუფორმეს.

ღვინის პალატის მფლობელი ბიზნესმენის ზურაბ ჩხაიძე ასევე ქართული ოცნების სპონსორია, მან სალომე ზურაბშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.

სარესტორნო შესყიდვების ლიდერი წლების განმავლობაში ემ ჯგუფია, რომელსაც ბოლო წლებში მთავრობის სხვადასხვა უწყებებიდან 1335 ხელშეკრულება გაუფორმეს.

ის, რომ რესტორნებიდან აღებულ ჩეკებთან ერთად უწყებებს სულ უფრო უჭირთ სტუმრების სიის და შესაბამისად რესტორნებში გადახდილი ბიუჯეტის თანხების მიზნობრიობის დასაბუთება, ამაზე აუდიტის სამსახურთან ერთად, სამოქალაქო სექტორშიც საუბრობენ.

2017 წელს, მკვეთრად გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯების გამო, არაერთ კრიტიკულ ანგარიშში მოხვედრილი უწყების პირველ პირს იმ 2 ახალი ხელშეკრულების შესახებ ვეკითხებით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ორ რესტორანთან 2019 წლის იანვარში გააფორმა. ლევან იზორია რესტორნებში წელს ჯამში, მინიმუმ, 300 ათასი ლარს დახარჯვას. იზორია ამტკიცებს, რომ რესტორნები უწყებამ ტენდერით გამოავლინა.

სარესტორნო მომსახურებების ერთ-ერთი ლიდერი ტურიზმის ეროვნული სააგენტოა 1705 შესყიდვით. 620 შესყიდვა გააფორმა ბოლო რამდენიმე წელში ეკონომიკის სამინისტრომ, თბილისის მერიამ კი - 425.

სამთავრობო უწყებები, სარესტორნო მომსახურების გარდა, ფულს ხელგაშლილად ხარჯავენ საჩუქრებშიც. სახელმწიფო უწყებებმა 121 631 ლარი ჭაჭაში დახარჯეს. ალკოჰოლურ სასმელი კომპანია ზეარისისგან არის ნაყიდი.

სახელმწიფო უწყებებთან ერთად, თითქმის, ყველა წლის ანგარიშში მუნიციპალიტეტებში გაწეული სარესტორნო და წარმომადგენლობითი ხარჯები დაუსაბუთებლად არის მიჩნეული აუდიტის ანგარიშებში.

ამ მხრივ გამორჩეული ქუთაისია, სადაც სხვადასხვა წელს 90-ჯერ და 80-ჯერ გაშალეს სუფრა, თუმცა, აუდიტის მოთხოვნის შემდეგ, სტუმრების ვინაობა, რაოდენობა და სტუმრობის მიზნის დასადგენად დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

აუდიტის ანგარიშში განსაკუთრებული მიზეზით მოხვდა ახმეტაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ მუნიციპალიტეტმა 44 ათასი ლარი სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისთვის დახარჯა. 

დღის ამბები