19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
შეცვლილი რიტორიკა გამსახურდიაზე და ივანიშვილის ვიზიტი ხიბულაში - "ოცნების" ლიდერის ნაბიჯს, ადგილობრივები არჩევნებს უკავშირებენ

საქართველოს პირველ პრეზიდენტის 80 ქლის იუბილემდე ორი დღის ადრე ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულაში ჩავიდა. იქ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მოსახლეობას განუცხადა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზვიად გამსახურდიას შვილები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მმართველ გუნდს 7 წელი ჰქონდა დრო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად, სწორედ ამიტომ, გამსახურდიები პესიმისტურად არიან განწყობილები. მათი თქმით, "წიწილებს შემოდგომით ითვლიან."

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს მმართველი გუნდის პირველი პირები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, დიდი სირცხვილია.  

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებაში მოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიული კანდიდატისთვის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა ხმების მოპოვებას ცდილობს. ისინი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფარისევლობაზე საუბრობენ. 

19 მაისს ზუგდიდი მერს ირჩევს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სამეგრელოში სანდრა რულოვსი იქნება. მოსახლეობის თქმით, სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" ლიდერი პირადად ჩაერთო.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები