19 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და ნატოში ინტეგრაციის გზები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ვიცე-პრემიერ შეხვდა

რუსული საფრთხეები, ოკუპაცია და ნატოში ინტეგრაციის გზები - ამ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ვიცე პრემიერთან შეხვედრისას ისაუბრა.

დავით ზალკალიანსა და ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შორის შეხვედრა ვაშინგტონში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ისტორიულ მეგობრობასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებზე გაამახვილეს ყურადღება.

ისაუბრეს საერთო გამოწვევებზეც. მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზეც.

დღის ამბები