პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს სახელი შეეცვალა და მას რომელსაც მაღალი რანგის მიღებებისთვის ყველა გამოიყენებს. სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში კულტურული ცენტრი განთავსდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენციის ადმინისტრაციულ შენობაზე კონცეფცია მუშავდება.
„ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" და ის უმასპინძლებს ყველა მაღალი რანგის ვიზიტსა თუ შეხვედრას, მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება მოხდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე", ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი."სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს" გამოიყენებს ყველა, მაღალი რანგის შეხვედრებისთვის," - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.