09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
დაღესტანში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი მოკლეს

დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს. მოკლული შაჰბან გასანოვია.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მისი ბლოკირება მოახდინეს. მას შემდეგ, რაც გასანოვმა უარი განაცხადა დანებებაზე, სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმი მიიტანა.

დღის ამბები