09 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"ყველა ნაბიჯზე იგრძნობა ის ლობიზმი და პატრონაჟი, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ამჟღავნებენ და პოზიციონირებენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან მიმართებაში" - ირაკლი კირცხალია რეზოლუციაზე

ექვსი პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი დეპუტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას სამწუხაროს, უსამართლოსა და მშვიდობისთვის საფრთხის შემცველს უწოდებენ მმართველ გუნდში.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული განწყობები ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლობიზმის დამსახურებაა. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ მსგავსი რეზოლუციები და ანგარიშები ლობიზმის სულისკვეთებით არის ნაკარნახები. 

"ეს ყველაფერი - ეს რეზოლუციები და ეს ანგარიშები, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლები და განსაკუთრებით ბოლო თვეები, აბსოლუტურად ყველაფერი, ნაკარნახებია ლობიზმის სულისკვეთებით, ყველა ნაბიჯზე იგრძნობა ის ლობიზმი და პატრონაჟი, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ამჟღავნებენ და პოზიციონირებენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან" მიმართებაში,"- აცხადებს კირცხალია.

დღის ამბები