09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
რუსეთისთვის აგებული "მისტრალი" ევროკავშირს გადაეცემა

საფრანგეთი, რუსეთის ნაცვლად, მისტრალის ტიპის სამხედრო გემებს ევროკავშირს, კერძოდ კი ორგანიზაციის საგარეო სამსახურს გადასცემს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ამ ფაქტს ისტორიული უწოდა.

პირველ მისტრალს - "სევასტოპოლს" ევროკავშირს მაისში გადასცემენ, ხოლო მეორე ხომალდს სახელად "მოგერინის" უწოდებენ და ის ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.

ორივე მისტრალი საფრანგეთმა რუსეთის დაკვეთით ააგო, თუმცა უკრაინის კრიზისის გამო, მოსკოვთან გარიგება შეაჩერა.

მისტრალი შვეულმფრენმზიდია. მას 15 მოიერიშე ვერტმფრენის, 70 ჯავშანმანქანისა და 500-მდე ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.

დღის ამბები