09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ამერიკული პრესა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პუტინის მოკავშირედ ასახელებს

ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირედ ამერიკული პრესა ასახელებს. ამის საფუძველი კი ჰილარი კლინტონის და მისი მრჩევლის მიმოწერა გახდა.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის პირადი მეილის გასაჯარობის შემდეგ გაირკვა, რომ კლინტონის მრჩეველი სიდნი ბლუმენტალი ბიძინა ივანიშვილისა და ჯონ კორნბლუმის, ქართული ოცნების მიერ დაქირავებული საერთაშორისო ადვოკატის წერილებზე დაყრდნობით, კლინტონს მოუწოდებდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სახელმწოფო დეპარტამენტის პოლიტიკისთვის გადაეხედა.

გამოცემები წერენ, რომ ბლუმენტალი და კორნბლუმი ბიძინა ივანიშვილის ლობირებას საიდუმლოდ და ფედერალური კანონის დარღვევით ეწეოდნენ.

შეერთებული შტატების პრესა ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მცდელობების მიუხედავად, 2012 წლის ივნისში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს მან ჰილარი კლინტონთან შეხვედრა მაინც ვერ მოახერხა.

2016 წელს საქართველოშიც და აშშ-იც არჩევნებია. თუ ჰილარი კლინტონს პირადი მეილით სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის მართვა დაუდასტურდა, ივანიშვილის მრჩევლებს კი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევა, აშშ-ის კანონმდებლობა ჯარიმას და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი. ირაკლი კუპატაძე. 

დღის ამბები