09 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს კორუფციაში ადანაშაულებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს კორუფციაში ადანაშაულებენ.

რობერტ მენენდესს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება და მისი მეგობრის ბიზნესინტერესების ლობირება ედება ბრალად, რის სანაცვლოდაც ის ქრთამსა და საჩუქრებს იღებდა.

სენატორთან ერთად, ბრალი მის მეგობარს სელომონ მელგენს წაუყენეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის სპონსორია.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

რობერტ მენენდესი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სენატორმა პოსტი დროებით დატოვა და აცხადებს, რომ ამით მისი კარიერა არ სრულდება.

დღის ამბები