„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული ანგარიში მოისმინეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბოლო 6 თვის პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და სუამის სახელით.