09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
კენიის უნივერსიტეტში შეიარაღებულ თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ გარისას უნივერსიტეტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი იქ მყოფი სტუდენტები და პედაგოგები მძევლად აიყვანეს.

საუნივერსიტეტო კომპლექსის ტერიტორიაზე ამ დრომდე სროლის ხმა ისმის.
კენიის პრეზიდენტის ბრძანებით, მძევლების გასათავისუფლებლად არმიის ქვედანაყოფების მობილიზაცია გამოცხადდა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და სამხედროები შეიყვანეს.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა. ნიღბიანი შეიარაღებული პირები უნივერსიტეტის კოლეჯში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაიჭრა. 

უნივერსიტეტის შენობის ნაწილი სპეცრაზმელებმა უკვე გაწმინდეს. ამ დროისთვის ტერორისტები შენობის ზედა სართულზე არიან გამაგრებული. ჯერჯერობით უცნობი რჩება, რამდენი სტუდენტი ჰყავთ მათ მძევლად აყვანილი.

თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა უკვე ცნობილია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება ალ შაბააბმა აიღო. 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ეკა ბუცხრიკიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები