09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ირანი ბირთვულ პროგრამას ეტაპობრივად შეამცირებს - ისტორიული შეთანხმება მიღწეულია

ისტორიული შეთანხმება ირანთან მიღწეულია.18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ექვსეულმა ხელმოსაწერი ჩარჩო-ხელშეკრულება შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ირანი ბირთვულ პროგრამას ეტაპობრივად შეამცირებს.

ქვეყანა აღარ გაამდიდრებს ურანს, ხოლო უკვე არსებული მარაგი მხოლოდ სამეცნიერო მიზნებს მოხმარდება. შესაბამისად, დასავლეთი შეამცირებს თეირანის მიმართ გატარებულ სანქციებს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ირანს უარს ვათქმევინებდით ბირთვულ იარაღზე, თუმცა აქვე მჯეროდა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესო საშუალება იყო ამისთვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს შეთანხმება ვერ დაასრულებს იმ დიდ უთანხმოებასა და უნდობლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები