09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
პილოტმა ლაინერი განზრახ ჩამოაგდო - ეარბასის მეორე ყუთის მონაცემები გაშიფრულია

"ეარბასის" კატასტროფის ადგილზე აღმოჩენილი მეორე შავი ყუთის ჩანაწერებით დასტურდება, რომ ანდრეას ლუბიცმა ლაინერი განზრახ ჩამოაგდო.

ექსპერტებმა მონაცემები გაშიფრეს და აცხადებენ, რომ კაბინაში დარჩენილმა მფრინავმა თვითმფრინავის 30 მეტრამდე დასაშვებად ავტოპილოტი გამორთო და რამდენჯერმე შეცვალა პარამეტრებიც, რომ დაშვების პროცესი დაეჩქარებინა.

გერმანული ავიაკომპანიის "ეარბასი" საფრანგეთის ალპებში 24 მარტს ჩამოვარდა. პირველივე შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კატასტროფა მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა გამიზნულად გამოიწვია. მის გარდა, ტრაგედიას ბორტზე მყოფი 149 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები