09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ბრიტანული „ტაიმსის” ინფორმაციით, პუტინის გაუჩინარება მის ავადმყოფობას უკავშირდებოდა

ბრიტანული გამოცემა „ტაიმსი” წერს, რომ მარტის დასაწყისში ვლადიმერ პუტინის გაუჩინარება მის ავადმყოფობას უკავშირდებოდა.

გამოცემამ ეს ინფორმაცია მზვერავებისგან მიიღო.

საუბარია გადამდგარი გენერლების "ჯგუფ ალფაზე," რომელშიც ყოფილი რუსი და ამერიკელი მზვერავები არიან გაერთიანებული.

„ტაიმსის” ინფორმაციით, სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავად იყო. მისივე თქმით, რუსეთში საკმარისად განვითარებული არ არის პოლიტიკური კულტურა და ამის გამო სახელმწიფო მეთაურის ავადმყოფობის აღიარება უჭირთ.

ვლადიმერ პუტინმა მარტის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტები გადადო და 11 დღე საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ეს ფაქტი ინტერნეტსივრცის განხილვის მთავარი თემა გახდა.

გამოცემები რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარების ვერსიებად, ავადმყოფობის გარდა, კრემლში შესაძლო შეთქმულებასაც ასახელებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები