09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
აშშ-ს ერთ-ერთ შტატში რამდენიმე საათია, მაშველები ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ

კენტუკის შტატში რამდენიმე საათია, მაშველები კორპორაცია "ჯენერალ ილექტრიკის" ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ცეცხლი საწყობში გაჩნდა და რამდენიმე ობიექტს მოედო.

შენობებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ლუისვილის მოსახლეობას, რომელიც ქარხანასთან ახლოს ცხოვრობს, სახლების დროებით დატოვება ურჩიეს, რადგან კვამლი დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება.

დღის ამბები