09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
60 წლის ბელგიელი პოლიტიკოსის ცხედარი პოლიციამ ქალაქ ჰასელტში აღმოაჩინა

ბელგიელი სამართალდამცველები პოლიტიკოსის გარდაცვალების გარემოებების დადგენაზე მუშაობენ. 60 წლის რობერტ სტევარტის ცხედარი პოლიციამ ქალაქ ჰასელტში, ალბერტის არხში აღმოაჩინა.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება სუიციდიც.

გავცელებული ინფორმაციით, ჰასელტის ყოფილ მერს გაუპატიურების ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ის რამდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო.

პოლიციამ არხის სანაპიროზე სტევარტის ველოსიპედიც იპოვა.

დღის ამბები