09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სლოვაკეთში სერგეი ლავროვის ვიზიტი გააპროტესტეს

სერგეი ლავროვის ვიზიტი სლოვაკეთის დედაქალაქში აქციების ფონზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინის დროშებით ხელში პრეზიდენტის სასახლესთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კორტეჟი გამოჩნდა.

დემონსტრანტები უკრაინასთან მიმართებაში მოსკოვის პოლიტიკას აპროტესტებენ და აღმოსავლეთ რეგიონიდან ჯარის გაყვანას მოითხოვენ.

აქტივისტების განცხადებით, ისინი აქციას ყველა იმ შენობასთან მოაწყობენ, სადაც სერგეი ლავროვის მისვლაა დაგეგმილი.

დღის ამბები