09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
”ფენერბახჩეს” ფეხბურთელებს ქვები დაუშინეს

სტამბოლის აეროპორტში ”ფენერბახჩეს” ფეხბურთელებს საგანგებო დახვედრა მას შემდეგ მოუწყვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მათი საყვარელი გუნდის ავტობუსი ტრაბზონში გააჩერეს და ქვები დაუშინეს.

ავტობუსს, რომელშიც თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ჩამტვრეული აქვს რამდენიმე მინა, მძღოლის მხარეს კი ქვებით გამოწვეული დაზიანების კვალი ნათლად ჩანს.

ინციდენტის შედეგად ფენერბახჩეს სამწვრთნელო შტაბის წევრებიც დაზიადნენ. მომხდარს პოლიცია იძიებს. ხვალ კი საკითხზე თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია იმსჯელებს.

”ფენერბახჩე” სტამბოლში ტრაბზონიდან ბრუნდებოდა. სტაბოლის გუნდმა ”რიზესპორის” ფეხბურთელებს დიდი ანგარიშით, 5:1 სძლია.

დღის ამბები