26 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდება - დაკავებული პოლიციელის ადვოკატი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს 

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდება - დაკავებული პოლიციელის, კოტე ქოჩიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, მისი ადვოკატი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

უფლებადამცველ გიორგი გოგინავას განცხადებით, დაკავებული სამართალდამცველი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი შეფასებით, რუსთავის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. ადვოკატი დაკავებული პოლიციელისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„ჩვენ ვაპირებთ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებას სააპელაციო წესით, ვინაიდან არ ვეთანხმებით განჩინებაში აღნიშნულ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან არ არსებობს პატიმრობის გამოყენების არც ფორმალური და არც და არც ფაქტობრივის საფუძვლები და ვითხოვთ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, კერძოდ გირაოთი,“-აცხადებს კონსტანტინე ქოჩიშვილის ადვოკატი გიორგი გოგინავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები