27 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
"ირაკლი რუხაძისთვის სულ მცირე უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოეთხოვა ეროვნულ ბანკს" - მამუკა ჩიქოვანი კობა გვენეტაძეს მიმართავს

დეპუტატი, მამუკა ჩიქოვანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ფრაქცია სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს კითხვა, ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით აქვს.

ჩიქოვანის განცხადებით, ირაკლი რუხაძე დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის 2018 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულების დარღვევას და ორგანიზებულ შეთქმულებას, ერთ-ერთი კომპანიის წინააღდეგ.

დეპუტატი ითხოვს, ეროვნულმა ბანკმა განმარტოს, საქმეში არსებული ეს გარემოება წარმოადგენს თუ არა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკმარის საფუძველს.

“ირაკლი რუხაძე გამოცხადებული არის არასაიმედო პარტნიორად, დადანაშაულებული არის ორგანიზებულ შეთქმულებაში, დადანაშაულებული არის ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულების დარღვევაში. ვითხოვ, კონკრეტულ განმარტებებს გვენეტაძისგან, თუ რატომ არ მოჰყვა ქმედებები და სახეზე გვაქვს დარღვევა თუ არა. სულ მცირე უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოეთხოვა ეროვნულ ბანკს,“-აცხადებს ჩიქოვანი.

დღის ამბები