09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ. მოსკოვის ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამი ეროვნებით ჩეჩენი მომდევნო სასამართო მოსმენამდე - 28 აპრილამდე დარჩებიან პატიმრობაში. დაცვის მხარე მეორე კვირაა ითხოვს უკანონოდ სცნონ ეჭვმიტანილი სამი პირის დაკავება გასულ თვეში.

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის საქმეზე სულ 5 ადამიანია დაკავებული. პატიმრობაში რჩება ზაურ დადაევი, რომელიც ერთადერთია, ვინც ბორის ნემცოვის მკვლელობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას ეს ჩვენება წამების შედეგად დააწერინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები